среда, 21 декабря 2011 г.

დავბრუნდი?

     rodis viyavi aq saerTod rom?
ise gamaxsenda rom 2 wlis win raRacebi vjRapne :> 
axla gadavikiTxe da huh kargadac vicine , ara gana Sevicvale , nu SeiZleba Sevicvale kidevac, raRac doziT davseriozuldi da fonsac Sevcvli ,Tu gavixsene rogor Torem Zalian bavSuria, arada meore kursel gogos ar mekadreba. 


ise zamTarSi ufro modis weris muza, ara patara dRiuri internet svrceSi ki maqvs da gansakuTrebul movlenebs iq viwer, piraduls. SeiZleba aqac davwero, mainc aravin waikiTxavs da  xoda vso ra movrCi .

суббота, 9 января 2010 г.

იცოდი თუ არა, რომ...


ესეც საინტერესო და სახალისო აღმოჩენები ჩემგან.
p.s მე ვთარგმნე... არანაირი ქართული საიტიდან არ მომიპარავს


იცოდი თუ არა, რომ ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის თანახმად გამოირკვა, რომ მწეველი ქალები ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ვიდრე არამწეველები. ტიპიურ მწეველ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს.
ფსიქოლოგების აზრით ყველა ადამიანი კარგავს თავდაჯერებულობას, როდესაც ხდება რაიმეზე დამოკიდებული.

четверг, 7 января 2010 г.

მზე






რა ლამაზი დღეა.
მიყვარს ზამთარში მზიანი ამინდი .
დღეს დილით პირდაპირ თვალებში მომაჭყიტა მზემ.
მეც მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე,
ხალისიანად გავასწორე საწოლი და
მაღაზიაში წასვლაც ჩემი ინიციატივით გადავწყვიტე.
პირადი გამოცდილებიდან ვამბობ , რომ მაგრად მოქმედებს
ადამიანის გუნებაზე ამინდი,
ამაში, მგონი, უმეტესობა დამეთანხმება.

среда, 6 января 2010 г.

ჩემი სუსტი წერტილი



ჩემი სუსტი წერტილი ტკბილეულობაა
ვგიჟდები შოკოლადზე , ნარკომანი ვარ ოღონდ მართლა
დღე არ გადის რომ არ შევჭამო, თან სიამოვნებით რომ მიირთმევ ისე კი არა
ნელა , ნაზად ასე სიამოვნებას ვიხანგრძლივებ ხოლმე.

ყავა და შოკოლოდა მნიამ ,

ახალი წლის ღამე




ხალი წლის ღამე

2010 წელს რა თქმა უნდა ტრადიციულად , სახლში შევხვდი .10 რომ დააკლდა 12ს მე მამიკო და დაიკო აივანზე გადავდექით და გავისროლეთ,რა ქვია იმას მაშხალები თუ ასაფეთქებლები , ცოტა არ იყოს ლამის დავბრმავდი,იმიტომ რომ ნიავი იყო და რაღაცები ჩამეყარა თვალებში , ეგ არაფერი გადავრჩი. ზუსტად 12ზე შამპანიურის გახსნა , დასხმა , ერთმანეთისთვის მოლოცვა და დალევა. ახალი წელიააა ნეტა რა გვიხარია ხოლმე? მაგრამ წელს კი მქონდა სიხარულის მიზეზი.არატრადიციული და გასაკვირი ჩემთვის ის იყო , რომ როგორც იქნა მამამ ღამე მეგობრებთან გამიშვა, უფრო მეტიც, თვითონ წამიყვანა მანქანით "ნამიოკ" არ დაეზარა :D
აბა იქ წავიდა ბოდიალი. ჯერ ერთ ძმაკაცთან მივედი, მერე ერთად მეორესთან,
მერე მესამესთან და ა.შ შუშხუნებით შევარდნა ,კანფეტების დარიგება იფ იფ რა დამავიწყებს ... შემოვიარეთ ვინც საჭირო იყო და ბოლოს, ჯიგრულად, უკვე გრადუსში მყოფნი მივადექით ერთ-ერთ მეგობარს და ღამის 5 სთ-მდე იქ ვგუგუნობდით...

вторник, 5 января 2010 г.

საინტერესო ფაქტები კატების შესახებ



კატის ცხვირის ზედაპირი ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითების ანაბეჭდი.
კატები არასოდეს კნავიან ერთმანეთისთვის, ეს ხმა სპეციალურად ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.
კატას თავისი ცხოვრების განმავლობაშ შეუძლია 100 კნუტის გაჩენა.

კატებს უოფლიანდებათ , მხოლოდ თათების ბალიშები.
კატებს შეუძლიათ 100მდე განსხვავებული ხმის გამოცემა, ძაღლებს კი მხოლოდ 10.

ყველაზე ფანტასტიური რეკორდი არგენტინულმა კატამ სახელად მინჩომ დაამყარა, რომელიც სიკვდილამდე, 6 წლის მანძილზე მხოლოდ ხეზე ცხოვრობდა. ყველა კატა გადმოვარდნისას ერთნაირად იქცევა, ჰაერში თავდაპირველად ისინი ასწორებენ თავს, ზურგს, ფეხებს, ბოლოს კი იღუნება ზურგი, რომელიც ხელს უწყობს უმტკივნეულოდ დაშვებას მიწაზე.

Music is my life



ვერ გამოვტოვებ, ჩემი პოზიტიური განწყობის მთავარ ელემენტს , რომელსაც მუსიკა ჰქვია არც ერთი დღე მუსიკის გარეშე!!! ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და იმ ადამიანებსაც ეჭვის თვალით ვუყურებ , რომლებიც მუსიკის გარეშე ძლებენ , არ ჰყავთ საყვარელი ჯგუფი , არ აქვთ გარკვეული მუსიკალური მიმდინარეობის სფერო არჩეული და უსმენენ "ყველაფერს" ახმ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია .

 
Blogger design by suckmylolly.com