ჩემი სუსტი წერტილი ტკბილეულობაა
ვგიჟდები შოკოლადზე , ნარკომანი ვარ ოღონდ მართლა
დღე არ გადის რომ არ შევჭამო, თან სიამოვნებით რომ მიირთმევ ისე კი არა
ნელა , ნაზად ასე სიამოვნებას ვიხანგრძლივებ ხოლმე.

ყავა და შოკოლოდა მნიამ , მთელი დღე შემიძლია მარტო ამ ორ რამეზე გავძლო
არც გამახსენდება დიდად საჭმელი , მონა ვარ.
რა ვართ ეს გოგოები რა ...ჯერ მშვენივვრად მივირთმევ ჰოლმე და მერე სარკესთან ვდგები და ვაკვირდები მუცლის სიდიდეს ,
-ვაიმე მოვიმატე?(ეს ხმამაღალი ფიქრია)
დედაჩემის პასუხი: აბა რას იზამ, კიდე ჭამე ტკბილი მერე ნახე შენ !
ვვარდები პანიკებში -ვსიო აღარ ვჭამ შოკოლადს , ნუ ცოტათი შეიძლება დესერტად.
ეს ფიქრი ძლებს სადღაც 1 საათი , ამას მოჰყვება საკუთარი თავის დამშვიდება, არაუშავს ასეთიც ბევრს მოეწონები ან თუ არც მოვეწონები რა... კიდევ მიყვარს ჟელიბონები და მარმელადებიი. აქ იშვითად ვყიდულობ , ბებია მიგზავნის ჰოლმე,
იქაური უფრო გემრიელია

ახლაც ღამის პირველი საათია, ჩუმად მოდუღებულ ყავას და დედაჩემის გადანახულ შოკოლადს მივირთმევ .

ხო მართლა მიმალავს ხოლმე, სანამ კრუნჩხვებში არ ჩავვარდები , იქამდე არ მაძლევს .
უხასიათოდ თუ ვარ, ეგრევე ხვდება რომ რაღაც მაკლია. ეს რაღაც შოკოლადია
პატარაობაშიც ასეთი შოკოლადის გაუმაძღარი ვყოფილვარ .
ერთ შემთხვევას მიყვებიან ხოლმე
მგონი ბიცოლას დაბადების დღე იყო და იქ ვიყავით ყველა , ნუ საჩუქრები ხო მოჰქონდა ხალხს და შოკოლადის ფუთებიც.
ამის შემყურე ამივიდა შუბლზე თვალები და სახლში არ წამოვედი, იქ დავრჩი.
აბა გამოიცანით რატომ ?
გათენდა მეორე დღე.
ბიცოლას ვთხოვ მომცეს შოკოლადი , გამოაღო კარადა გახსნა ერთი შეკვრა და იქიდან 2-3 ცალი მომცა,
ტაკს მე თვალი შევავლე სადაც იყო ეს ტკბილეულობა
, კარგად მივირთვი ბოძებული წილიდა მერე ჩუმად დავიწყე იმ ყუთის დაცარიელება .
ბიცოლამ, რა თქმა უნდა შემომისწრო, გაბრაზდა, გადმოიღო ყუთები, დამიყარა ძირს და ჭამეო. ეგონა არ შევჭამდი , ისემც მე რა ვუთხარი ჩემს თავს, რომ დავჯექი და ავიღე "რაზგონიიიი" აიი ძალიან ბევრი ვჭამე
ბიცოლაც არ მართმევდა." ვიფიქრე შეგძიზღდებოდაო "
არანაირი ზიზღი და არანაირი ცუდად გახდომა.
მშვენივრად შემერგო
სამნოი შუტკი პლოხი ,
ჭკუის სწავლება უნდოდა, მაგრამ არ გაჭრა
შოკოლადიც არ შერჩა ბიცოს და მისდამი სიყვარულის გაქრობაც ვერ შეძლო!


0 коммент.:
Отправить комментарий