ამოვიდა ყელში ამდენი დეპრესია ჩემს გარშემო ,
ხალხს უბრალოდ არ შეუძლია რაღაც-რაღაცებზე
თვალების დახუჭვა ,ყველაფრისგან პრობლემას
ქმნიან და იმდენს ლაპარაკობენ საკუთარ გასაჭირზე ,
რომ ძალაუნებურად მეც ვიგრუზები
არადა წინააღმდეგ ვერ აღუდგები ამხელა ბრბოს ,
სახლში ხომ არ გამოკეტავ საკუთარ თავს ,
ყველაფერს ხომ ვერ მოწყდები?
ეს უარესად დამთრგუნველია ...
ვამაყობ ჩემში აღმოჩენილი ისეთი ძალით,
მშვენიერების აღქმა და დაფასება
გამხიარულდით ხალხნო ,
მერე რა რომ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გვსურს,
მერე რა რომ ხშირად გვიწევს ჩვენი პრინციპების დათმობა,
მერე რა რომ შეყვარებულს დაშორდი ,
მერე რა რომ ხანდახან შუქი, გაზი ან წყალი გეთიშება
ყველაფერი არაჩვეულებრივად ვერ იქნება და დროა ამას შევეგუოთ,
წუწუნით და ვაებით არაფერი გვეშველება...
პესიმისტი ისეთი ადამიანია , რომელსაც სიცილი ავიწყდება,
ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს...
მოდით ოპტიმისტები ვიყოთ და სიცილით განვაქარწყლოთ ცუდი ამბები :))
სიცილი ხშირად და უმტკივნეულოდ გამოათავისუფლებს უარყოფით ემოციებს ჩვენი ორგანიზმიდან, აკაჟებს იმუნურ სისტემას, ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და წონის დაკლებაშიც კი ეხმარება.
იცინოთ და იხუმროთ ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამარტო ბედნიერებას მოგანიჭებთ, არამედ ის ძალიან კარგი აერობიკაა თქვენი დიაფრაგმისა და მუცლის კუნთებისათვის. სიცილი აფართოვებს ფილტვებს, რომელიც ორგანიზმს ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს მიაწოდებს, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს გულის მუშაობას და შვებას ჰგვრის მუსკულატურას.
კარგი სიცილი ხელს უწყობს სტრესის ჰორმონების ადრენალინის და კორტიზონის ზემოქმედების დაბლოკვას, სამაგიეროდ "ბედნიერების" ჰორმონს სერატონინს "უმარაგებს" ორგანიზმს. სიცილი ამცირებს მაღალი წნევის და ინსულტის რისკს. და საერთოდ, რაც უფრო მეტს იცინით, მით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია მას თქვენი ჯანმრთელობისათვის.
სიცილი ააქტიურებს T-უჯრედებს, რომელიც თავის მხრივ ებრძვის კიბოს უჯრედებს და ვირუსებს ორგანიზმში.
სიცილი ძალიან სასარგებლოა მეხსიერებისათვის, რადგან იგი ააქტიურებს ტვინის ორივე ნახევარსფეროს.
ასე რომ, თქვენმა გონებამ და სხეულმა რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მიიღოს, შემოიკრიბეთ გარშემო მხიარული ადამიანები. შეეცადეთ, რომ ყველაში და ყველაფერში, რასთანაც შეხება გიხდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, პოზიტიური და სასაცილო მხარე დაინახოთ. მაშინ თქვენ არა მარტო დიდხანს იცოცხლებთ, არამედ ბედნიერი და მხიარულიც იქნებით.

0 коммент.:
Отправить комментарий