
ვერ გამოვტოვებ, ჩემი პოზიტიური განწყობის მთავარ ელემენტს , რომელსაც მუსიკა ჰქვია არც ერთი დღე მუსიკის გარეშე!!! ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და იმ ადამიანებსაც ეჭვის თვალით ვუყურებ , რომლებიც მუსიკის გარეშე ძლებენ , არ ჰყავთ საყვარელი ჯგუფი , არ აქვთ გარკვეული მუსიკალური მიმდინარეობის სფერო არჩეული და უსმენენ "ყველაფერს" ახმ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია . საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში მუსიკას, ვუსმენ ყველგან და ყოველთვის როცა ეს შესაძლებელია სახლში, სკოლაში, ტრანსპორტში , დიდ პატივეს ვცემ მუსიკის ყველანაირ მიმდევრობას , მაგრამ ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი ჯგუფი არის LeD ZePPeLiN , რომელსაც ვერავინ შეედრება. ჯერ სულ რაღაც ნახევარი წელია რაც მათ შემოქმედებას გავეცანი და უკვე ჭკუა მეკეტება, სულში ჩამწვდომი მუსიკა , ვოკალი , გიტარა, დრამი მეხმარება ყოველთვის , როცა ცუდ ხასიათზე ვარ , კარგ ხასიათზე ყოფნისას კი უმაგრეს ხასიათზე მაყენებს :D მათ გარდა კიდევ ვუსმენ სხვა hard rock-ის და gothic music-ის წარმომადგენლებს :D
დიდი მადლობა ჩემს ბიძაშვილს 3 წლის წინ სულ შემთხვევით ჩემთან დისკი რომ მოიტანა, რომელზეც პირველად მოვუსმინე evanescence-ს და მივხვდი აი ნამდვილი მუსიკა,რომელიც მე მომწონს და არა ის უნიჭობა TV-ში რომ გადის (მაშინ ჯერ არ მქონდა კომპიუტერი :D განვითარების დაბალ დონეზე ვიდექი ) აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბება , რომელიც ვთვლი რომ საკმაოდ დაიხვეწა...
Filling my heart with Rock 'n' Roll ♡

0 коммент.:
Отправить комментарий