вторник, 5 января 2010 г.

" არარსებული სამყარო "


კარის ბრახუნი...
გამწარებული დათო ოთახში შედის. იგი ისევ უმიზეზოდ სცემეს სკოლის ბიჭებმა, ის ხომ მათზე სუსტია და წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია... მას სძულს ყველა, მთელი სამყარო. მის თავში ათასგვარი, საზარელი ფიქრები ტრიალებს. ოჰ, როგორ უნდა შეეძლოს ყველასათვის სამაგიეროს გადახდა, იმდენი ტკივილის მიყენება, რასაც თავად გრძნობს, მაგრამ არ შეუძლია, ეს მის ძალას აღემატება. დათო რთავს კომპიუტერს და სიმშვიდეს ვირტუალურ სამყაროში ჰპოვებს. საკუთარ დარდებს ის ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს უყვება და მხოლოდ მისგან ელის თანაგრძნობას, სითბოს, რომელის მისი პასუხის წაკითხვისას შეუძლია იგრძნოს. რა რთულად არის მოწყობილი სამყარო. ხვალ იგივე განმეორდება და დათო ვერ მოუღებს ამ საშინელ ტკვილის ბოლოს. იგი გარიყულია.მას არ იცნობენ და არც სურთ მისი გაცნობა. ფანჯრების მიღმა ყველაფერი გაცილებით სასტიკია ვიდრე აქ, ამ პატარა სამყაროში, სადაც არვინ ელის შენგან გმირობას, არავინ ელის ერთგულებას, აქ ღალატსაც და დაცინვასაც ადვილად გადაიტან , იმიტომ რომ ეს სამყარო წარმოსახვითია . აქ შეგიძლია ატარო უამრავი ნიღაბი, იყო ისეთი, როგორიც გინდა და ვერც ვერავინ ამოიცნობს შენს ჭეშმარიტ სახეს. აქ შეგიძლია ისაუბრო გრძნობებზე და ვერავინ მიხვდეს , რომ ეს გრძნობები შენთვის უცნობია, გამოუცდელი, რადგან აქ არ ჩანს შენი თვალები... თვალებს კი ზოგჯერ უფრო მეტის თქმა შეუძლიათ, ვიდრე სიტყვებს. დათო აქ თავისუფალია, შეუძლია ყოველგვარი შიშის გარეშე ისაუბროს, ან იკამათოს ათასგვარ თემაზე. შეუძლია, მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება. ეს ყველაფრი მას სიხარულს ანიჭებს და ცოტა ხნით მაინც ავიწყებს, გვერდებში რომ გრძნობდა, იმ ტკივილს. დათოს ნება რომ იყოს , სულ არ გამოაღწევდა ამ ვირტუალური სამყაროდან, მაგრამ სამწუხაროდ იმასაც ხვდება, რომ რეალობა სულ სხვაა. მას ისევ მოუწევს სკოლაში წასვლა, ისევ მოუწევს თავის დახრა თანაკლასელი ბიჭების წინაშე, ისევ მოუწევს ტკივილის ატანა , რომელმაც უკვე სხეულის გარდა, მის სულშიც დაიმკვიდრა ადგილი . ცდილობს, არ იფიქროს ხვალინდელ დღეზე, მთელი ძალით ცდილობს, ჩაეფლოს ვირტუალურობაში და შიში მის მიღმა დატოვოს, მაგრამ აღარ შეუძლია. დათოს აქვს იმის იმედი , რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება, არ ცდილობს არაფრის შეცვლას. უმოქმედობის შემთხვევაში კი მისი ტკივილი უფრო აუტანელ გახდება და ბოლოს ეს ვირტუალური სამყაროც ვეღარ შეძლებს მისი ჭრილობების გამთელებას.


p.s ჩემი თავისუფალი თემა...
ვიცი დათოსნაირი ადამიანები მრავლადაა ინტერნეტ სამყაროში
ადექიიიიი! გეყოფა "კომპთან" ჯდომა
უნდა მიდგე - მოდგე :D
ერთმა კეთილის მსურველმა ადამიანმა ასეთი რამ მითხრა , რამაც დიდად დამაფიქრა და გამომაფხიზლა კიდევაც, იყო დრო როდესაც მართლა მხოლოდ კომპიუტერით და "ვირტუალური" სამყაროთი ვცხოვრობდი
Цетирую: "მე უბრალოდ რჩევას გაძლევ , კომპიუტერი არ არის ცხოვრება , ცხოვრება გარეთაა. აი მაგ შენი ფანჯრების გარეთ , მეტისმეტად მშვენიერი ხარ იმისთვის, რომ მაგ შავ ყუთს მიაკვდე და მიახარჯო ეს ლამაზი წუთები , სისულელეა რა დამიჯერე , ცხოვრება მშვენიერია და დატკბი ცხოვრებით , კომპიუტერიც კარგია მაგრამ არა ისე რომ კომპიუტერში / ფორუმებში ცხოვრობდე "

 
Blogger design by suckmylolly.com