суббота, 9 января 2010 г.

იცოდი თუ არა, რომ...


ესეც საინტერესო და სახალისო აღმოჩენები ჩემგან.
p.s მე ვთარგმნე... არანაირი ქართული საიტიდან არ მომიპარავს


იცოდი თუ არა, რომ ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის თანახმად გამოირკვა, რომ მწეველი ქალები ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ვიდრე არამწეველები. ტიპიურ მწეველ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს.
ფსიქოლოგების აზრით ყველა ადამიანი კარგავს თავდაჯერებულობას, როდესაც ხდება რაიმეზე დამოკიდებული.

იცოდი თუ არა, რომ როდესაც ახალგაზრდა გოგო უპირატესობას ჭრელა-ჭრულა ტანისამოსს ანიჭებს ეს მისი თავდაჯერებულობის უქონლობაზე მეტყველებს.

იცოდი თუ არა , რომ რაც უფრო ფიზიკურად მეტად მიმზიდველია გოგო უნივერსიტეტში ,
მით უფრო ნაკლებად ბედნიერია იგი 25 წლის შემდეგ (სტატისტიკა ასეთია).

იცოდი თუ არა, რომ ინტიმური კავშირის შემდეგ მამაკაცებს ეჩვენებათ, რომ მათი რჩეული ნაკლებად მიმზიდველია, მაშინ,
როდესაც ქალებს პირიქით, უფრო მოსწონთ თავიანთი რჩეული.

იცოდი თუ არა, რომ უბედური სიყვარულის მიზეზით თვითმკვლელი კაცების რაოდენობა 3-ჯერ აღემატება იმ ქალების რაოდენობას , რომლებიც ამავე მიზეზით იკლავენ თავს.

იცოდი თუ არა, რომ ფსიქოლოგების აღმოჩენის მიხედვით განქორწინების პირველი მიზეზი ქალის უინტერესობაა მეუღლეს საუბრისადმი.

იცოდი თუ არა, რომ ადამიანები რომლებიც ერთხელ განქორწინდებიან და კვლავ შეუღლდებიან ,
ყოველ ჯერზე სულ უფრო ხშირად აკეთებენ ამას.

იცოდი თუ არა, რომ სტატისტიკის მიხედვით განქორწინება, შეუღლებიდან 5 წლის მერე ხდება, ან 1 წლის შემდეგ, როდესაც ბოლო ბავშვი ტოვებს მშობლების სახლს.

იცით თუ არა, რომ კრიმინალური ექპერტები ამტკიცებენ: კაცების უმეტესობას , რომლებსაც განაცხადი შეაქვთ საკუთარი ცოლის გაუჩინარებაზე , არ შეუძლიათ ზუსტად მეუღლის გარეგნობის აღწერა, ჩვეულებრივ მათ აქვთ ინფორმაცია მათ სიმაღლესა და წონაზე, თვალისა და თმის ფერზე რა მოგახსენოთ, ჩაცმულობაზე კი საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. საინტერესოა, რომ საკუთარ გაუჩინარებულ მანქანას მამაკაცები უფრო ზუსტად აღწერენ, ვიდრე მეუღლეს
p.s რა დავაშავეთ მდედრებმა ასეთი?

და ბოლოს
იცოდით თუ არა რომ, ყველაზე სახელგანთქმული საყვარელი და ქალების მუსუსი ჯოვანი ჯაკომო კაზანოვა აწარმოებდა დღიურს, რომელშიც დეტალურად აღწერდა თითოეულ საყვარელს და მათთან გატარებულ დროს. ზუსტ სახელებს იგი არ უთითებდა მხოლოდ ყოფდა პუნქტებად ეროვნების , ოჯახური მდგომარეობის, ასაკის, თმის ფერის, საქმიანობის მიხედვით. ეროვნების მიხედვით მის სიაში ჭარბობდნენ იტალიელი ქალები რაც შეეხება ასაკს იგი 16იდან 20 წლამდე მერყეობდა. საქმიანობის მიხედვით კი ამ სიაში მოსამსახურეებს ეჭირათ პირველი ადგილი .

სულ ეს იყო
თუ გადავაწყდი კიდევ, მეორე ნაწილსაც დავდებ ...

 
Blogger design by suckmylolly.com