четверг, 7 января 2010 г.

მზე






რა ლამაზი დღეა.
მიყვარს ზამთარში მზიანი ამინდი .
დღეს დილით პირდაპირ თვალებში მომაჭყიტა მზემ.
მეც მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე,
ხალისიანად გავასწორე საწოლი და
მაღაზიაში წასვლაც ჩემი ინიციატივით გადავწყვიტე.
პირადი გამოცდილებიდან ვამბობ , რომ მაგრად მოქმედებს
ადამიანის გუნებაზე ამინდი,
ამაში, მგონი, უმეტესობა დამეთანხმება.
არ მიყვარს სევდიანი ზამთარი, ფოთოლგაცვენილი ხეები,
გარეთაც რაღაცნაირი ცივი ფერებია , რომელიც ყველაფრის ხალისს გიკარგავს,
აღარაფერს ვამბობ საშნელ სიცივეზე.
ისე წელს ჯერ-ჯერობით არ ყოფილა სასტიკი ზამთრის დღეები.
თბილი ქურთუკის ჩაცმაც გვიან მომიწია.

უი თოვლზე არ ვიტყოდი უარს.
მომენატრა.
წელიწადია არ მინახავს.
ზამთარსაც თავისი მუღამი აქვს რა
გაწითლებული ცხვირით რომ დატანტალებ ხოლმე .
გაჩერებაზე დგეხარ მობუზული, ხელებს იფშვნეტ
და სულმოუთმენლად ელოდები მალე მოვიდეს შენი ტრანსპორტი
ერთი სული გაქვს შეხტე შიგნით, იქ ხომ თბილა.
ისე მაღაზიაში რომ ვიყავი გასული, ცოტა არ იყოს შემცივდა.
სახლში თბილად რომ ზიხარ კომპიუტერთან ,
ფანჯრიდან თვალს რომ გიკრავს მზე და ოთახს გინათებს
უკეთესია
sun shine Pictures, Images and Photos
წავედი მე ახლა წასაკითხი მაქვს




 
Blogger design by suckmylolly.com