среда, 6 января 2010 г.

ახალი წლის ღამე




ხალი წლის ღამე

2010 წელს რა თქმა უნდა ტრადიციულად , სახლში შევხვდი .10 რომ დააკლდა 12ს მე მამიკო და დაიკო აივანზე გადავდექით და გავისროლეთ,რა ქვია იმას მაშხალები თუ ასაფეთქებლები , ცოტა არ იყოს ლამის დავბრმავდი,იმიტომ რომ ნიავი იყო და რაღაცები ჩამეყარა თვალებში , ეგ არაფერი გადავრჩი. ზუსტად 12ზე შამპანიურის გახსნა , დასხმა , ერთმანეთისთვის მოლოცვა და დალევა. ახალი წელიააა ნეტა რა გვიხარია ხოლმე? მაგრამ წელს კი მქონდა სიხარულის მიზეზი.არატრადიციული და გასაკვირი ჩემთვის ის იყო , რომ როგორც იქნა მამამ ღამე მეგობრებთან გამიშვა, უფრო მეტიც, თვითონ წამიყვანა მანქანით "ნამიოკ" არ დაეზარა :D
აბა იქ წავიდა ბოდიალი. ჯერ ერთ ძმაკაცთან მივედი, მერე ერთად მეორესთან,
მერე მესამესთან და ა.შ შუშხუნებით შევარდნა ,კანფეტების დარიგება იფ იფ რა დამავიწყებს ... შემოვიარეთ ვინც საჭირო იყო და ბოლოს, ჯიგრულად, უკვე გრადუსში მყოფნი მივადექით ერთ-ერთ მეგობარს და ღამის 5 სთ-მდე იქ ვგუგუნობდით...

დიდი არაფერი ხო ?
აბა მე მკითხეთ
მთელი წელი სულიერად ვემზადებოდი უარის მისაღებად , ამ ჩემს ახირებაზე და უცებ უარის ნაცვლად , თანხმობა მივიღე.
რა კარგია, გაბრწყინებული სახით რომ ეხუტები მამიკოს და მასაც უხარია ,იმიტომ რომ შენ კარგად ხარ.ვენაცვალე გულში დედას და მამას, როგორც იქნა მიხვდნენ რომ გავიზარდე.

სულ იმას კი მეჩიჩინებიან ჩვენთვის მაინც სულ პატარა იქნებიო, მაგრამ დათმობაზე მიდიან .ნდობა მაქვს მოპოვებული , რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვაღიარებ რომ არ ვუფრთხილდები.
2009 წელი საკმაოდ დატვირთული იყო ჩემი სეირნობებით,
აბა ვქეიფობთ და გვიან მოვალ,
აბა როკ კონცერტია და იქ მივდივარ, დაქალთან ვრჩებიი ,
მამა ფული მინდა - ეს ყოველდღიურია,
მაგრამ შარშან გადავამეტე.
ერთი სიტყვით მიყვარს ჩემი ცხოვრება , ჩემი მშობლები , ჩემი პატარა სისხლისმწოველი დაც,რომელმაც დიიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ შეიძლება მოგიდუღოს ყავა , დაგისხას ,მაგრამ ასაღებად მაინც შენ უნდა წახვიდე, ბოლომდე ხომ არ გასიამოვნებს?ჩემი ერთგული და გიჟი მეგობრები ,
წესით თავს რომ უნდა ვაკლავდეთ წიგნებს ,
აბიტურიენტები ვართ ბოლოს და ბოლოს , მაგრამ დრო მაინც გამონახული გვაქვს ჩვენთვის და "ვატრაკებთ" ხოლმე.
იმედი მაქვს, რომ 2010 წელი კიდევ უფრო მეტი მხიარული ემოციებით იქნება დატვირთული .
თოვლის ბაბუას ვთხოვე 100იანი თუ არა 70%-იანი გრანტი მაინც მაჩუქე მეთქი
და ვნახოთ აბა რას იზამს

 
Blogger design by suckmylolly.com