ესეც საინტერესო და სახალისო აღმოჩენები ჩემგან.
p.s მე ვთარგმნე... არანაირი ქართული საიტიდან არ მომიპარავს 
იცოდი თუ არა, რომ ავსტრალიაში ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტის თანახმად გამოირკვა, რომ მწეველი ქალები ნაკლებად თავდაჯერებულები არიან, ვიდრე არამწეველები. ტიპიურ მწეველ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს.
ფსიქოლოგების აზრით ყველა ადამიანი კარგავს თავდაჯერებულობას, როდესაც ხდება რაიმეზე დამოკიდებული.
суббота, 9 января 2010 г.
იცოდი თუ არა, რომ...
Автор: ღუნღულა на 11:39 0 коммент.
четверг, 7 января 2010 г.
მზე
მიყვარს ზამთარში მზიანი ამინდი .
დღეს დილით პირდაპირ თვალებში მომაჭყიტა მზემ.
მეც მშვენიერ ხასიათზე გავიღვიძე,
ხალისიანად გავასწორე საწოლი და
მაღაზიაში წასვლაც ჩემი ინიციატივით გადავწყვიტე.
პირადი გამოცდილებიდან ვამბობ , რომ მაგრად მოქმედებს
ადამიანის გუნებაზე ამინდი,
ამაში, მგონი, უმეტესობა დამეთანხმება.
Автор: ღუნღულა на 01:47 0 коммент.
среда, 6 января 2010 г.
ჩემი სუსტი წერტილი
ჩემი სუსტი წერტილი ტკბილეულობაა
ვგიჟდები შოკოლადზე , ნარკომანი ვარ ოღონდ მართლა
დღე არ გადის რომ არ შევჭამო, თან სიამოვნებით რომ მიირთმევ ისე კი არა
ნელა , ნაზად ასე სიამოვნებას ვიხანგრძლივებ ხოლმე.

ყავა და შოკოლოდა მნიამ ,
Автор: ღუნღულა на 13:00 0 коммент.
ახალი წლის ღამე
2010 წელს რა თქმა უნდა ტრადიციულად , სახლში შევხვდი .10 რომ დააკლდა 12ს მე მამიკო და დაიკო აივანზე გადავდექით და გავისროლეთ,რა ქვია იმას მაშხალები თუ ასაფეთქებლები , ცოტა არ იყოს ლამის დავბრმავდი,იმიტომ რომ ნიავი იყო და რაღაცები ჩამეყარა თვალებში , ეგ არაფერი გადავრჩი. ზუსტად 12ზე შამპანიურის გახსნა , დასხმა , ერთმანეთისთვის მოლოცვა და დალევა. ახალი წელიააა ნეტა რა გვიხარია ხოლმე? მაგრამ წელს კი მქონდა სიხარულის მიზეზი.არატრადიციული და გასაკვირი ჩემთვის ის იყო , რომ როგორც იქნა მამამ ღამე მეგობრებთან გამიშვა, უფრო მეტიც, თვითონ წამიყვანა მანქანით "ნამიოკ" არ დაეზარა :D
აბა იქ წავიდა ბოდიალი. ჯერ ერთ ძმაკაცთან მივედი, მერე ერთად მეორესთან,
მერე მესამესთან და ა.შ შუშხუნებით შევარდნა ,კანფეტების დარიგება იფ იფ რა დამავიწყებს ... შემოვიარეთ ვინც საჭირო იყო და ბოლოს, ჯიგრულად, უკვე გრადუსში მყოფნი მივადექით ერთ-ერთ მეგობარს და ღამის 5 სთ-მდე იქ ვგუგუნობდით...
Автор: ღუნღულა на 08:19 0 коммент.
вторник, 5 января 2010 г.
საინტერესო ფაქტები კატების შესახებ


კატის ცხვირის ზედაპირი ისეთივე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითების ანაბეჭდი.
კატები არასოდეს კნავიან ერთმანეთისთვის, ეს ხმა სპეციალურად ადამიანებისთვისაა განკუთვნილი.
კატას თავისი ცხოვრების განმავლობაშ შეუძლია 100 კნუტის გაჩენა.
კატებს უოფლიანდებათ , მხოლოდ თათების ბალიშები.
კატებს შეუძლიათ 100მდე განსხვავებული ხმის გამოცემა, ძაღლებს კი მხოლოდ 10.
ყველაზე ფანტასტიური რეკორდი არგენტინულმა კატამ სახელად მინჩომ დაამყარა, რომელიც სიკვდილამდე, 6 წლის მანძილზე მხოლოდ ხეზე ცხოვრობდა. ყველა კატა გადმოვარდნისას ერთნაირად იქცევა, ჰაერში თავდაპირველად ისინი ასწორებენ თავს, ზურგს, ფეხებს, ბოლოს კი იღუნება ზურგი, რომელიც ხელს უწყობს უმტკივნეულოდ დაშვებას მიწაზე.
Автор: ღუნღულა на 23:05 2 коммент.
Music is my life

ვერ გამოვტოვებ, ჩემი პოზიტიური განწყობის მთავარ ელემენტს , რომელსაც მუსიკა ჰქვია არც ერთი დღე მუსიკის გარეშე!!! ეს ჩემთვის წარმოუდგენელია და იმ ადამიანებსაც ეჭვის თვალით ვუყურებ , რომლებიც მუსიკის გარეშე ძლებენ , არ ჰყავთ საყვარელი ჯგუფი , არ აქვთ გარკვეული მუსიკალური მიმდინარეობის სფერო არჩეული და უსმენენ "ყველაფერს" ახმ პირადად ჩემთვის ეს მიუღებელია .
Автор: ღუნღულა на 05:26 0 коммент.
" არარსებული სამყარო "
კარის ბრახუნი... გამწარებული დათო ოთახში შედის. იგი ისევ უმიზეზოდ სცემეს სკოლის ბიჭებმა, ის ხომ მათზე სუსტია და წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია... მას სძულს ყველა, მთელი სამყარო. მის თავში ათასგვარი, საზარელი ფიქრები ტრიალებს. ოჰ, როგორ უნდა შეეძლოს ყველასათვის სამაგიეროს გადახდა, იმდენი ტკივილის მიყენება, რასაც თავად გრძნობს, მაგრამ არ შეუძლია, ეს მის ძალას აღემატება. დათო რთავს კომპიუტერს და სიმშვიდეს ვირტუალურ სამყაროში ჰპოვებს. საკუთარ დარდებს ის ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს უყვება და მხოლოდ მისგან ელის თანაგრძნობას, სითბოს, რომელის მისი პასუხის წაკითხვისას შეუძლია იგრძნოს. რა რთულად არის მოწყობილი სამყარო. ხვალ იგივე განმეორდება და დათო ვერ მოუღებს ამ საშინელ ტკვილის ბოლოს. იგი გარიყულია.მას არ იცნობენ და არც სურთ მისი გაცნობა.
Автор: ღუნღულა на 03:58 0 коммент.
სიცილი
ამოვიდა ყელში ამდენი დეპრესია ჩემს გარშემო ,
ხალხს უბრალოდ არ შეუძლია რაღაც-რაღაცებზე
თვალების დახუჭვა ,ყველაფრისგან პრობლემას
ქმნიან და იმდენს ლაპარაკობენ საკუთარ გასაჭირზე ,
რომ ძალაუნებურად მეც ვიგრუზები
არადა წინააღმდეგ ვერ აღუდგები ამხელა ბრბოს ,
სახლში ხომ არ გამოკეტავ საკუთარ თავს ,
ყველაფერს ხომ ვერ მოწყდები?
ეს უარესად დამთრგუნველია ...
ვამაყობ ჩემში აღმოჩენილი ისეთი ძალით,
მშვენიერების აღქმა და დაფასება
გამხიარულდით ხალხნო ,
მერე რა რომ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც გვსურს,
მერე რა რომ ხშირად გვიწევს ჩვენი პრინციპების დათმობა,
მერე რა რომ შეყვარებულს დაშორდი ,
მერე რა რომ ხანდახან შუქი, გაზი ან წყალი გეთიშება
ყველაფერი არაჩვეულებრივად ვერ იქნება და დროა ამას შევეგუოთ,
წუწუნით და ვაებით არაფერი გვეშველება...
პესიმისტი ისეთი ადამიანია , რომელსაც სიცილი ავიწყდება,
ოპტიმისტი კი იცინის, რათა ზოგი რამ დაივიწყოს...
მოდით ოპტიმისტები ვიყოთ და სიცილით განვაქარწყლოთ ცუდი ამბები :))
Автор: ღუნღულა на 00:11 0 коммент.




